ეროვნული არქივის VIII საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის VIII საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამდღიან საერთაშორისო კონფერენციაში „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა − ტენდენციები და გამოწვევები“ 168 ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა.

ღონისძიება 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების წახალისებაა.

წლევანდელი, რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია, დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილეს მიეძღვნა და მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებზე ცალკე სექცია გაიმართა. სხვადასხვა თემატურ სესიაზე განხილული იყო ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტუროლოგიის, ციფრული არქივებისა და მონაცემთა ბაზების, კონსერვაცია-რესტავრაციის აქტუალური საკითხები.

კონფერენციის მასალები საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ელექტრონულ ფორმატში გამოქვეყნდება.