ეროვნული არქივის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე

ელექტრონული არქივირების შესახებ სლოვენიის ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში – e-ARH.si - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ზვიად მელქაძე და მთავარი პროგრამისტი ონისე გაბისონია მონაწილეობენ.

ორდღიანი კონფერენცია ლუბლიანაში დღეს გაიხსნა.

კონფერენციის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროექტ e-ARH.si-ის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე, ასევე აუდიტორიას წარუდგინოს ელექტრონული არქივირების საუკეთესო პრაქტიკა სლოვენიისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაგალითებზე.

პროექტი e-ARH.si გულისხმობს დიგიტალური და ელექტრონულად შექმნილი ჩანაწერების არქივირებას, ასევე მათი დამუშავების, ხანგრძლივად შენახვისა და შემდგომი გამოყენების პროცედურებს.