ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულები დღეს გამოვლინდა. I ადგილი დაიკავა მარიამ ბოკუჩავამ (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“). II და III ადგილებზე გავიდნენ დავით სეფაშვილი (ყვარლის N2 საჯარო სკოლა) და ნიკა ქავთარაძე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N53 საჯარო სკოლა). IV ადგილზე გამსვლელი 18 ქულა 9 მოსწავლემ – ანანო ჯაფარიძემ (მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია), გიორგი სანიკიძემ (ზუგდიდი, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა), ელენე კიკოლაშვილმა (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“), ლანა ქიმერიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლა), ლიანა ედიშერაშვილმა (კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა), ლინა კურტანიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა), მარიამ შომახიამ (აბაშის N2 საჯარო სკოლა), ნინო ხიდაშელმა (თბილისის N191 საჯარო სკოლა) და ქეთევან შუღლიაშვილმა (გორის N12 საჯარო სკოლა) – დააგროვა.

შედეგად, 41 ფინალისტის ნამუშევრიდან შეირჩა 12 საუკეთესო ესე, რომელთა ავტორებსაც დიპლომები, ეროვნული არქივის გამოცემების კომპლექტი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ეროვნული არქივის გამოცემებით დაჯილდოვდებიან დანარჩენი ფინალისტებიც. პროექტის ყველა მონაწილე კი სერტიფიკატს მიიღებს.

კონკურსის თემა იყო – "რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა?" შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში შედგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ფინალის შედეგები დეტალურად იხილეთ:https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2021-1