ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტები ცნობილია - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტები ცნობილია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალურ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით მოქმედი 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი გადავიდა.

200-ზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისVIII-XI კლასელებისგან შემდგარგუნდებს შორის ნახევარფინალური თამაში 22 აპრილსთბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ერთდროულადგაიმართა.

ნახევარფინალური თამაშის დებულების თანახმად, ფინალში გადავიდა საუკეთესო ქულის მქონე 40 გუნდი. შესაძლებელი 20 ქულიდან მათ 15 და მეტი ქულა მოაგროვეს. პროექტის გამარჯვებულები 27 მაისს დაგეგმილ ფინალურ თამაშზე გამოვლინდებიან.

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა.ის„რა? სად? როდის“ინტელექტუალური თამაშიპრინციპით ტარდება.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2024-1