საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი 1 ოქტომბერს მუშაობას განაახლებს. პირველ ეტაპზე დარბაზი სამეცნიერო კვლევებზე მომუშავე პირებს მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მკვლევართა დარბაზში მოქმედი შეზღუდვების, დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf?fbclid=IwAR37cCzOoeehfh_yua6i2qXF_XbWlkPfR0M8ECKTDkuRs7_pnqM6YKUNLxE.