ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია 26 სექტემბერს გაიხსნება - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია 26 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ 26 სექტემბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება.

კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

∙ არქივთმცოდნეობა

∙ წყაროთმცოდნეობა

∙ სიძველეთმცოდნეობა

∙ ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია

∙ ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)

∙ საბუნებისმეტყველო კვლევები

∙ კულტურათაშორისი კომუნიკაციები

∙ რესტავრაცია-კონსერვაცია

∙ ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები

∙ კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი

∙ საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში

კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში: http://archives.gov.ge/uploads/other/4/4073.pdf