ეროვნული არქივის კინოთეატრში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის კინოთეატრში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა

რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი დღეიდან 20 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ღონისძიება გაიხსნა დოკუმენტური ფილმით „გელათი“, რომელიც მაყურებელს რეჟისორმა თავად წარუდგინა. დღესვე ნაჩვენები იყო 1961 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი „ერთი ცის ქვეშ“.

17-20 ნოემბერს მაყურებელი იხილავს 1960-იან 2010-იან წლებში გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებიც მაღალი ხარისხით გაციფრულებული და აღდგენილია. მათ შორისაა: „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986) და „ოქროს ძაფი“ (2019).

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

რეტროსპექტივის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: https://archive.gov.ge/ge/movies.