ეროვნული არქივის კინოთეატრში 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა გრძელდება - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის კინოთეატრში 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი აღდგენილი ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებებს მასპინძლობს. 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის ფარგლებში 3, 4 და 5 ივნისს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“ (1966), გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ (1962) და „ფიროსმანი“ (1968).

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მომდევნო ჩვენებებზე მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: ალექსანდრე რეხვიაშვილის „მე-19 საუკუნის ქრონიკა“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“, ელდარ შენგელაიას „შერეკილები“, მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი, მწვანე ველი“ და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება". რეტროსპექტივას დახურავს თენგიზ აბულაძის "მონანიება".

ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით. რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 27 მაისს გაიხსნა და 19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.