ეროვნული არქივის ახალი მულტიმედიური გამოფენა – კონსტანტინე გამსახურდია - 130 - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის ახალი მულტიმედიური გამოფენა – კონსტანტინე გამსახურდია - 130

კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საკუთარ ვებგვერდზე მულტიმედიური გამოფენა მოამზადა.

გამორჩეული საზოგადო მოღვაწის შესახებ ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მულტიმედიური გამოფენა აერთიანებს არქივში მწერლის შესახებ დაცულ ფოტოებს, წერილებს, ავტოგრაფებს, აუდიოჩანაწერებსა და ფრაგმენტებს დოკუმენტური ფილმიდან „კონსტანტინე გამსახურდია“.

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს (სხვა ვერსიით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა.

მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/konstantine-gamsakhurdia-1