ეროვნული არქივი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან ითანამშრომლებს - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან ითანამშრომლებს

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მააიკე ვან კოლდამი ეროვნულ არქივს ეწვია და გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ არქივებს შორის მჭირდო თანამშრომლობა დაიწყოს დოკუმენტების რესტავრაცის, დიგიტალიზაციის, ელექტრონული არქივების, ერთობლივი გამოფენების ორგანიზების მიმართულებით.

მხარეთა შეთანხმებით ეროვნული არქივი დაიწყებს მუშაობას საქართველო-ნიდერლანდების ურთიერთობის ამსახველი საარქივო მასალის გამოსავლენად და ნიდერლანდების საელჩოსთან ერთად ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მოამზადებს.