ეროვნული არქივი მკვლევართა დარბაზებსა და მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოებს განახორციელებს - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივი მკვლევართა დარბაზებსა და მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოებს განახორციელებს

ახალი კორონავირუსის (COVID - 19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მკვლევართა დარბაზებსა და მოქალაქეთა მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოებს განახორციელებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, დეზინფექცია ჩატარდება როგორც თბილისის, ისე რეგიონული ოფისების დარბაზებსა და მისაღებებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მკვლევართა დარბაზებში მოქალაქთა მომსახურება 5 მარტიდან დროებით შეჩერებულია.

ამასთანავე, საქართველოს ეროვნული არქივი რეგულარულად ჩაატარებს შესაბამის სამუშაოებს მოქალაქეთა და თანამშრომელთა დაცვის მიზნით.