ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2023 წლის 6 თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 14 357 ფურცელს, 40-მდე ფოტოს, 41 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს.

ამ პერიოდში რესტავრირებული იყო ქართველი მეფეების, სასულიერო პირებისა თუ სახელმწიფო მოღვაწეების 77 ისტორიული საბუთი.

ამასთან, საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 500 კინოფირს და 80 ფონოდოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები აქტიურად მუშაობდნენ XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავის სახარებაზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.