საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივი გამოფენების, გამოცემების, კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დღესვე თეონა იაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და არქივის მნიშვნელობასა და საარქივო მასალის გამოყენების საჭიროებაზე ესაუბრა.
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სივრცეში ამჟამად მიმდინარე აფხაზეთთან დაკავშირებული გამოფენის გარდა, თანამშრომლობა მოიცავს 2023 წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბეჭდური გამოცემის მომზადებასა და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას.