ეროვნულ არქივში სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობები გრძელდება - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობები გრძელდება

ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო, მრავალდარგოვანი პროფესიული კოლეჯის ოფისის მენეჯერის სპეციალობის 19 სტუდენტი იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში პრაქტიკის ერთთვიან კურსს გაივლის. სტუდენტებს საქმისწარმოების დარგში პრაქტიკულ მეცადინეობებს ეროვნული არქივის თანამშრომლები ჩაუტარებენ. პრაქტიკანტები განაწილდებიან ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებსა და აპარატში. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ეროვნული არქივის საქმისწარმოების პროცესს და მონაწილეობა მიიღონ მასში.სტუდენტებს სასწავლო მასალით ეროვნული არქივი უზრუნველყოფს.ფანასკერტელის კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკები ეროვნულ არქივში მოქმედი პროექტის - „სემინარები და პრაქტიკები“ - ფარგლებში ხორციელდება. პრაქტიკის კურსის დასრულების შემდეგ თითოეული სტუდენტი ინდივიდუალურად შეფასდება.