საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში პროფესიული კოლეჯის "სპექტრი" ოფისის მენეჯერის სპეციალობის 22 სტუდენტი პრაქტიკული კურსს გადის. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან საისტორიო, უახლესი ისტორიისა და თბილისის ცენტრალური არქივების მუშაობას, საარქივო საქმესა და საქმისწარმოების მეთოდებს.სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაეცნონ უძველეს დოკუმენტებს, მათი შენახვის, დაცვისა და გამოყენების პრინციპებს."სპექტრის" სტუდენტების პრაქტიკული მეცადინეობები ცენტრალურ არქივებში 4 თებერვალს დასრულდება.