ეროვნულ არქივში სტაჟირებისათვის 22 კანდიდატი შეირჩა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში სტაჟირებისათვის 22 კანდიდატი შეირჩა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისიამ სამეტაპიანი კონკურსის შედეგად 56 კანდიდატიდან 22 მათგანი შეარჩია.

კონკურსში წარმატებული დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ 5 ცენტრალურ არქივში (უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივი, ქუთაისის ცენტრალური არქივი, თბილისის ცენტრალური არქივი).

სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ არქივში მიმდინარე დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებთან დაკავშირებულ სემინარებში, შეისწავლონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარე.

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.