ეროვნულ არქივში სტაჟირების სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება დასრულდა. საკონკურსო კომისიას 200-ზე მეტმა მსურველმა მიმართა.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.სტაჟირების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო კონკურსს დაემატა კიდევ ერთი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის შედეგად შეირჩევიან, 3-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირებას გაივლიან ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ 5 ცენტრალურ არქივში (უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი, ქუთაისის ცენტრალური არქივი, თბილისის ცენტრალური არქივი).სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.სტაჟირების პროგრამა 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყება.