ეროვნულ არქივში სტაჟირების სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში სტაჟირების სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება დასრულდა. საკონკურსო კომისიას 100-ზე მეტმა მსურველმა მიმართა. კონკურსი მომავალ კვირას გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. ჩატარდება ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებშიც.სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის შედეგების მიხედვით შეირჩევიან, 3-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირებას გაივლიან: სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში, საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებსა და თბილისის არქივში. მათ საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.სტაჟირების პროგრამა 2011 წლის მაისიდან დაიწყება.