საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში 32-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. მათ კონკურსის მეორე ეტაპიც წარმატებით გადალახეს და ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების 6-თვიან კურსს გაივლიან.
25 კანდიდატი თბილისში არსებულ არქივებში გაივლის სტაჟირებას, ხოლო 7 - ქუთაისის ცენტრალურ არქივში.
2-3 სექტემბერს სპეციალურ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება იმ 73-მა კანდიდატმა გაიარა, რომელთაც კონკურსის პირველი ეტაპზე (ტესტირება უნარ-ჩვევებში) წარმატება ჰქონდათ მოპოვებული.
იხილეთ:
სტაჟირების კონკურსის მეორე ტურის შედეგები - კანდიდატთა მიერ გასაუბრებაზე დაგროვილი ქულები;
სტაჟირების კონკურსში გამარჯვებულები.
სტაჟირების პროგრამა მომავალი კვირიდან დაიწყება.