ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

30 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა - ტესტირება უნარ-ჩვევებში. სულ შემოსული იყო 199 კანდიდატის განცხადება. ტესტირებაზე გამოცხადდა 154 კანდიდატი. მეორე ეტაპზე გამსვლელად დადგინდა 29 ქულა (მაქსიმალური 50 ქულა). შედეგები იხილეთ შემდეგ ბმულში:I ეტაპის ტესტირების შედეგები იმ 75 კანდიდატს, რომლებმაც შეძლეს გამსვლელი ქულის დაგროვება, კონკურსის მეორე ეტაპზე ჩაუტარდებათ გასაუბრება, შემოწმება ქართულ ენაში და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებში.მეორე ეტაპი ჩატარდება ა/წ 2-3 სექტემბერს საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში, მის.: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი №1, მე-2 სართული.მეორე ეტაპის ჩატარების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულში:II ეტაპის განრიგი