საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი - ტესტირება უნარ ჩვევებში - 30 აგვისტოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. კონკურსში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში კანდიდატებს საკონკურსო კომისია გასაუბრების შედეგად შეარჩევს. კონკურსში გამარჯვებულები3-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირებას გაივლიან ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ 5 ცენტრალურ არქივში.სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.