ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი 5 ნოემბერს გაიმართება - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი 5 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ეროვნული არქივის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში, კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევების შემოწმება და ტესტი ქართულ ენაში -5 ნოემბერს, 16:00 საათზე ეროვნული არქივის შენობაშიგაიმართება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარებში. წარმატებული კონკურსანტები სტაჟირებას ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში გაივლიან. სტაჟირების პროგრამა 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.