საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი უახლოეს მომავალში დანერგავს მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემას, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის. სპეციალური პროგრამა ეროვნულმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შეიმუშავა. ამჟამად მისი ტესტირება მიმდინარეობს. პარალელურად, ტარდება სპეციალური სემინარები მომსახურების სფეროში მომუშავე ეროვნული არქივის თანამშრომელთათვის ვებპროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით.ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირდება ყველა ის განცხადება, რომლითაც მოქალაქე ეროვნულ არქივს მიმართავს. განცხადების პასუხის ნახვა მოქალაქეს ელექტრონული ფორმით, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით შეეძლება.მომსახურების ელექტრონული პროგრამა პირველ ეტაპზე თბილისში დაინერგება, მოგვიანებით კი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.