საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის გამოყენებისა და პუბლიკაციის განყოფილებაში მათ ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ საქართველოს სახალხო მხატვრის ლადო გუდიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ეროვნული არქივის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს აქ დაცული ფოტოდოკუმენტები, რომლებიც გადაღებულია 1920-1979 წლებში და ასახავს ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენებს, მხატვრის მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში; გუდიაშვილის პარიზში ყოფნისას სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად გადაღებული ფოტოები XX საუკუნის 20-იან წლებში.64-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ნახეს რეჟისორ შერგილ შონიას მიერ 1974 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ლადო გუდიაშვილი“.ეროვნულ არქივში ჩატარებული ღია გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კულტურული ღირებულებების განმტკიცებას, მათი თვალსაწიერის გაფართოებას ცნობილი ქართველი მხატვრის პიროვნებისა და მისი შემოქმედების შესახებ.