ეროვნულ არქივში გამოფენა „აფხაზეთი ფოტოებსა და ხელნაწერებში“ გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დღეს გამოფენა „აფხაზეთი ფოტოებსა და ხელნაწერებში“ გაიხსნა.
ეროვნულ არქივთან ერთად, გამოფენის ორგანიზატორები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის განყოფილება.ღონისძიება ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა და აფხაზეთის ავტომონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გახსნეს.გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული დოკუმენტები: 1745 წლით დათარიღებული ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორია და გეოგრაფია“ - „აღწერა ეგრისის ქვეყნისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა“, აფხაზეთის რუკა ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასიდან, XVIII საუკუნის საისტორიო ნაწარმოებთა კრებულში შესული გენეალოგიური სქემები. ასევე, აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის ლექსები და მოთხრობები, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრისა და სოხუმის სერგი ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მასალები, აფხაზი მხატვრების რეპროდუქციები და სხვა.აქვე დამთვალიერებელი იხილავს დიმიტრი ერმაკოვის მიერ 1880-1900 წლებში და იური მეჩითოვის მიერ 2007 წელს აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს.დღესვე გაიმართა წიგნის „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი დროიდან დრომდე“ რუსული თარგმანის პრეზენტაცია.გამოფენის დათვალიერება თავისუფალია. მის. თბილისი, ვაჟა-ფაშაველას გამზ. №1.