ეროვნულ არქივში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. ვაკანტურია: გენერალური დირექტორის მოადგილის, დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის უფროსის, საფინანსო სამსახურის უფროსის, შესყიდვების სამსახურის უფროსისა და საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის - კურიერის (სამუშაო პერიოდი - 4 თვე) თანამდებობები.კონკურსში მონაწილეობის მსურველებმასააპლიკაციო ფორმა2011 წლის 14 თებერლიდან 28 თებერვლის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: avacharadze@archives.gov.ge. სააპლიკაციო ფორმის მიტანა შესაძლებელია, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მისაღებშიც, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1.კონკურსის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: www.archives.gov.ge,ვაკანსიების განყოფილებაში.