ეროვნულ არქივსა და ჭიათურის თეატრს შორის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივსა და ჭიათურის თეატრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა, თეონა იაშვილმა და ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მამუკა ცერცვაძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ჭიათურის დრამატული თეატრის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ერთობლივი გამოფენის ორგანიზებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული წერილობითი და ფოტომასალა, რომელიც თეატრის ისტორიას ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2014 წელს დაარსებიდან 120 წელი შეუსრულდა.