ეროვნულ არქივს სომხეთის დელეგაცია ესტუმრა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივს სომხეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს სომხეთის ეროვნული არქივის დელეგაცია მიიღო.დელეგაციას ხელმძღვანელობს სომხეთის ეროვნული არქივის დირექტორი ამატუნი ვირაბიანი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დირექტორის მოადგილე სონია მირზოიანი და სომხეთის მთავრობის აპარატის სოციალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სამველ მურადიანი.შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სომხეთის მხარემ გამოთქვა სურვილი, განახლდეს 1997 წელს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებს შორის.თეონა იაშვილმა სტუმრებს გააცნო ის სიახლეები, რაც საქართველოს ეროვნულ არქივში დაინერგა დოკუმენტების დაცვის გაუმჯობესების, მოქალაქეთა მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.სომხეთის დელეგაციის წევრები დღესვე გაეცნობიან ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებში დაცულ მასალებს, რომელიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს და სომხეთს შეეხება. დოკუმენტებს შორისაა: საეკლესიო ჩანაწერები, ფოტოები, აფიშები, ფონოჩანაწერები და მიმოწერა ქართველ და სომეხ საზოგადო მოღვაწეთა შორის.დელეგაციისათვის დაგეგმილია კულტურული პროგრამა ძველ თბილისსა მცხეთაში.ვიზიტი 27 ნოემბერს დასრულდება.