ეროვნულ არქივს საფრანგეთის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ეწვია - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივს საფრანგეთის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ეწვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით თბილისში მყოფი საფრანგეთის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ერიკ გარანდო და თურქეთში საფრანგეთის საკონსულოს რეგიონული ატაშე აუვიოვიზუალურ საკითხებში ფანი ობერ მალორი ეწვივნენ.

სტუმრებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები ახლდნენ.

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ და მისმა მოადგილემ ნინო ძანძავამ სტუმრებს გააცნეს ეროვნულ არქივში კინომასალების დაცვის პირობები, დაათვალიერებინეს კინოფირების საცავები. ისაუბრეს იმ უნიკალურ კინოარქივზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივში ინახება.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც მოიცავს გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.