ეროვნულ არქივს ისტორიის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივს ისტორიის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ არქივს დღეს ისტორიის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ისტორიის პედაგოგების ევროპული ასოციაციის პროგრამის ხელმძღვანელმა სტივენ სტეგერსმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა იმსჯელეს პირველი მსოფლიო ომის შესახებ ეროვნულ არქივში დაცული მასალების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე ინტერნეტის სპეციალურ გვერდზე - http://historiana.eu/ , სადაც ამ თემაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ორგანიზაციის საარქივო მასალა.

სტუმრებმა დაათვალიერეს პირველი მსოფლიო ომის შესახებ ეროვნული არქივის საცავებში არსებული ფოტო, კინო და წერილობითი მასალა და მათი შეფასებით, დოკუმენტები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს პირველი მსოფლიო ომის ისტორიის შესწავლის საქმეში.