საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“ დღეს ონლაინ რეჟიმში გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მიმართა.
ღონისძიება ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და UNESCO-ს მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების – მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავალო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად; მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბება.
კონფერენციის მონაწილეები მოხსენებებს zoom-ის პლატფორმის საშუალებით წარადგენენ.
კონფერენციაზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს:https://zoom.us/j/92066450267?pwd=SHBQeUdaWVVMQnNrOUw0SVBId2xPQT09