ეროვნულ არქივში ოთარ მეღვინეთუხუცესის ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში ოთარ მეღვინეთუხუცესის ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა

ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს, 24 ნოემბერს, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივა „დიდოსტატის მარჯვენით“ გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში 25, 26 და 27 ნოემბერს მაყურებელი იხილავს მხატვრული ფილმებს: „ვედრება“ (1967, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ცოტნე დადიანი“ (1971, რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი), „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“) (1961, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „ნატვრის ხე“ (1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ტარიელ გოლუა“ (1968, რეჟისორი ლევან ხოტივარი), „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი).

რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი ფილმები ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით მაღალი ხარისხით არის დასკანერებული და აღდგენილი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

რეტროსპექტივის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.