ეროვნულ არქივში მეორე სტუდენტური კონფერენცია გაიმართა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში მეორე სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეორე სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“ ონლაინრეჟიმში გაიმართა.

კონფერენციის მიზანია სტუდენტების – მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავლო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად; მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბება.

კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები zoom-ის პლატფორმის საშუალებით წარადგინეს.