ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად განძთსაცავში ათვალიერებს 1945 წელს საფრანგეთიდან საქართველოში მის მიერ დაბრუნებულ საგანძურს, მათ შორისაა: წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“, გელათისა და წყაროსთავის სახარებები, თამარის ჯვარი, სხვადასხვა საწინამძღვრე ჯვარი. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.