ელექტრონული მომსახურების სისტემაში შიდა ქართლის ყველა რაიონის არქივია ჩართული
კასპისა და ქარელის რაიონების მოსახლეობას ადგილობრივი არქივებიდან ახალი - დისტანციური და დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლიათ. ეს რაიონები იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უკვე ჩაერთო.
ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თეონა იაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, ელექტრონულ პროგრამაში ჩართული არქივების მომსახურება ადგილზე ჩაუსვლელად, მათთან ახლოს მდებარე არქივში მიიღონ.ეროვნული არქივში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს.შიდა ქართლის რეგიონის ყველა რაიონის გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის არქივი, ასევე, სამტრედიის, თელავის, მცხეთისა და ზუგდიდის ადგილობრივი არქივები. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სისტემაში ეროვნული არქივის სხვა ადგილობრივი ოფისების ჩასართავად.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.