დოკუმენტური ფილმი „ნოდარ დუმბაძე“ - ონლაინპრემიერა - საქართველოს ეროვნული არქივი

დოკუმენტური ფილმი „ნოდარ დუმბაძე“ - ონლაინპრემიერა

14 ივლისი მწერალ ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამ თარიღთან დაკავშირებით საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე 14 ივლისს, 18:00 საათზე ონლაინპრემიერის ფორმატში წარმოგიდგენთ რეჟისორ გივი მონავარდიშვილის დოკუმენტურ ფილმს „ნოდარ დუმბაძე“ (1981 წელი). სცენარის ავტორები: ნინო ნატროშვილი და ნიკოლოზ დროზდოვი.

საქართველოს ეროვნული არქივი საკუთარ ფონდებში დაცულ საარქივო დოკუმენტურ ფილმებს მაყურებელს თვეში ორჯერ ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზეონლაინპრემიერის ფორმატში უჩვენებს.

პირველი ასეთი ჩვენება 2021 წლის 30 ივლისს გაიმართა. მაყურებელმა გიორგი შენგელაიას დოკუმენტური ფილმი „ფიროსმანი“ იხილა.