დოკუმენტური ფილმი „მშობლიური ქვეყანა“ კიევის საერთაშორისო ფესტივალზე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მშობლიური ქვეყანა“ კიევის მე–8 საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალ „პოკროვის“ მთავარი საკონკურსო ფილების სიაში მოხვდა.ფესტივალი 7–10 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართება და მას ფილმის რეჟისორი გიორგი კაკაბაძე დაესწრება.ფილმი ასახავს საქართველოში უკრაინული ეროვნების წარმომადგენლების ჩამოსვლის ისტორიულ მოვლენებს და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ორსაუკუნოვან მატიანეს; სამცხე–ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებულ, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და თბილისში მცხოვრები უკრაინელების ცხოვრების ისტორიას. მოგვითხრობს ორი ერის ურთიერთობების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ასპექტებზე. ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და აუდიო–ვიზუალური დოკუმენტების გამოყენებით, უკრაინული დიასპორის კულტურულ –საგანმანათლებლო ცენტრ „დნეპრისა“ და მისი პრეზიდენტის ბორის სინიუკის თანადგომით, ასევე, საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსულტაციებით.საქართველოს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის თანამშრომლობით გადაღებულმა პირველმა ფილმმა „საბჭოთა საქართველო“ შარშან კიევში გამართულ ამავე ფესტივალზე ისტორიული მოვლენების საუკეთესო გაშუქებისათვის დიპლომი მიიღო.