საქართველოს სტანდარტიზაციის, ტექნიკური რეგლამენტისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული სტანდარტი სსტ 76: 2009 „საორგანიზაციო განკარგულებითი დოკუმენტაცია. დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნები“.
სტანდარტი განსაზღვრავს ორგანიზაციების მიერ მმართველობითი დოკუმენტების (აქტების, ბრძანებების, ბრძანებულებების, განკარგულებების, გადაწყვეტილებების, განმარტებითი ბარათების, ინსტრუქციების, მოხსენებითი ბარათების, წარდგინებების და სხვ.) დოკუმენტების შედგენისა და რეკვიზიტების განლაგების წესს.თვალსაჩინოებისათვის სტანდარტში მოცემულია დოკუმენტზე რეკვიზიტების განლაგების სქემები და ბლანკების ნიმუშები.ამასთან, დამტკიცდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IშO) მიერ 2001 წელს მიღებული სტანდარტის ქართულენოვანი ვერსია: სსტ ისო 15489-1: 2009 „ინფორმაცია და დოკუმენტაცია. დოკუმენტის მართვა. ძირითადი მოთხოვნები“.სტანდარტი არეგულირებს სახელმწიფო, კომერციული, და საზოგადოებრივი დოკუმენტების მართვის პროცესებს (განურჩევლად დოკუმენტის ფორმატისა და მატარებლის სახეობისა) და მოიცავს სახელმძღვანელო მითითებებსა და მეთოდურ რეკომენდაციებს.ეროვნული არქივის ინიციატივით, სტანდარტების ტექსტებს ენობრივი ექსპერტიზა ჩაუტარდა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში.სარეკომენდაციო სახიათის სტანდარტები 2009 წლის 10 ოქტომბრიდან ამოქმედდება.