დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმის ონლაინ განთავსდა - საქართველოს ეროვნული არქივი

დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმის ონლაინ განთავსდა

დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ 2025 წელს მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა“ ეროვნული არქივის YouTube არხზე გამოქვეყნდა.

ეროვნულ არქივში დაცული მეფე დავით IV-ის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი შირვანში ლაშქრობის წინ, 1123-1124 წლებში, არის შედგენილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიოგრაფიაში მას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.

დოკუმენტურ ფილმში დავითის ანდერძის შედგენის წინაპირობებსა და ისტორიულ კონტექსტზე საუბრობენ: ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, ფილმის ავტორი ქეთევან ასათიანი და ისტორიკოსები: მამუკა წურწუმია, თემო ჯოჯუა, მზია სურგულაძე და გიორგი ოთხმეზური (საარქივო ჩანაწერი). ისინი დეტალურად განიხილავენ დავითის პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ ამ საბუთის მიერ შემონახულ ძვირფას ცნობებს.

ფილმი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=j9NaxJBN_Wc