ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეროვნული არქივი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებით აღნიშნავს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი პატარა მაყურებელს ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებებით უმასპინძლებს.
1 და 2 ივნისს, 13:00, 15:00 და 17:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება მულტიპლიკაციური ფილმები: „სამი მეზობელი“ (რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე, 1966), „ტყის კვარტეტი“ (რეჟისორი მერაბ სარალიძე, 1984), „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ“ (რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე, 1977), „ნამდვილი მეგობრები“ (რეჟისორი ნელი ოქროპირიძე, 1976) და „საფრთხობელები“ (რეჟისორი მერაბ სარალიძე, 1992). სეანსის ხანგრძლივობაა 50 წუთი.
პროგრამაში წარმოდგენილი ანიმაციური ფილმები დაცულია საქართველოს ეროვნული არქივში. მათი ციფრული რესტავრაცია ბოლო წლებში განხორციელდა.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ეროვნული არქივის კინოთეატრი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1 / პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).
სეანსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies