ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. „არიან ადამიანები საქართველოს ისტორიაში, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს. წელს აღინიშნება რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილე. ეროვნულ არქივში მასთან დაკავშირებით ასეულობით ფოტოა დაცული, რომელთა ნაწილი აქ არის წარმოდგენილი. ეს პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონის მოსახლეობაც გაეცნოს ამ უნიკალურ მასალას. იმედი გვაქვს, რომ გამოფენა დააინტერესებს როგორც ბათუმის მოსახლეობას, ისე ქალაქის სტუმრებს“, - აღნიშნა გამოფენის გახსნისას დავით ჯანდიერმა. თეონა იაშვილის თქმით, „გამოფენაზე, რომელიც 28 აგვისტომდე გაგრძელდება, წარმოდგენილია რამაზ ჩხიკვაძის როგორც ბიოგრაფიული ფოტოები, ისე კინო და თეატრალური როლების ამსახველი მასალა. ამ ექსპოზიციისთვის ეროვნულ არქივში დაცული ფოტოებიდან 40 ცალი შეირჩა“. ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში რამაზ ჩხიკვაძის რამდენიმე ასეული ფოტოინახება. მათი ერთი ნაწილი მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედან სასახავს. გარდა ამისა, არქივი ინახავს თეატრალური სპექტაკლების, რეპეტიციების, სხვადასხვა ღონისძიების ფოტოებს. გამოფენაზე დაცული ფოტოების ნაწილი დაცულია "საქინფორმის" კოლექციაში. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში, მუსიკოს გრიგოლ ჩხკიკვაძის ოჯახში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან რუსთაველის დრამატული თეატრის მსახიობი გახდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე განასახიერა მრავალი საინტერესო და დაუვიწყარი როლი: ლეანდრო (,,ესპანელიმღვდელი"), პეტრიპეტრუსი (,,როცაასეთისიყვარულია"), ქოსამრჩეველი (,,ჭინჭრაქა"), მეკიდანა (,,სამგროშიანი ოპერა"), კასიანე (,,მზიანი ღამე"), თედო (,,ბებერი მეზურნეები"), აკოფ დარდიმანდიანცი (,,ხანუმა"), კირილემიმინოშვილი (,,სამანიშვილისდედინაცვალი"), შოშია (,,საბრალდებოდასკვნა"), ყვარყვარე (,,ყვარყვარე"), აზდაკი (,,კავკასიურიცარცისწრე"), რიჩარდი (,,რიჩარდIII"), ლირი (,,მეფელირი"). რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედება ასეთივე წარმატებული იყო კინოშიც. იგი 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმშია გადაღებული. მათშორის, "ჭრიჭინა", "წარსულიზაფხული" "ლონდრე", "თეთრი ბაირაღები", "ქალაქი ანარა", "ნერგები", "სოფლისაშიკი", "ნატვრისხე", "თხუნელა".