საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო ეწვია. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პირადად უმასპინძლა და არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „რეპრესიები საქართველოში“ დაათვალიერებინა.
1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და მემორიალური ნივთები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.
არად ბენკო ასევე გაეცნო ეროვნულ არქივში დაცულ მასალას ავსტრიელი მწერლის, მშვიდობის განმტკიცების საქმეში ნობელის პრემიისპირველილაურეატი ქალის ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ, დაათვალიერა ავსტრია-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ავსტრიის ელჩის ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც იუსტიციის მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები, ისე მის გამგებლობაში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტები. მათ შორის იყო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის აშენება, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიხსნა და დღემდე 15-ზე მეტ გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენა"რეპრესიები საქართველოში" 24 ოქტომბერს გაიხსნა და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.