საარქივო ფილმები ეკოლოგიის თემაზე - კინოსეანსი კინოთეატრ „ამირანში“ - საქართველოს ეროვნული არქივი

საარქივო ფილმები ეკოლოგიის თემაზე - კინოსეანსი კინოთეატრ „ამირანში“

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, სექციაში „აპოლო: კინოს მეხსიერება“ დღეს, 16:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-3 დარბაზში აჩვენებენ ფილმებს ეკოლოგიის თემაზე: „ზაფხული თბილისში“, რეჟისორი ალექსანდრე მამულაშვილი (1951 წელი); „გასროლა რიკოშეტით“, რეჟისორი გურამ ჟვანია (1979); „პალიასტომი შველას ითხოვს“, რეჟისორი მურმან ასიტაშვილი (1984), კინოჟურნალი „ადამიანი და კანონი“, ავტორთა ჯგუფი (1983, 1990, 1991). ფილმების საერთო ქრონომეტრაჟია 63 წუთი.

სექცია „აპოლო: კინოს მეხსიერება“ თბილისის კინოფესტივალს წლეულს დაემატა. სექციის მიზანი ქართული და უცხოური კინოს მეხსიერებიდან იმ სურათების გაცოცხლებაა, რომლებიც ჩვენი მაყურებლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ეროვნულ არქივში დაცული ფილმების კიდევ ერთი სეანსი თბილისის თემაზე ხვალ, 5 დეკემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-2 დარბაზში იქნება წარმოდგენილი.