ანონსი - საქართველოს ეროვნული არქივი

ანონსი

19 ოქტომბერს 18:30 სთ-ზე საქართველო-იტალიის ურთიერთობის შესახებ საარქივო დოკუმენტებისა და ფოტოების გამოფენა სახელწოდებით - „საქართველო და იტალია - მეგობრობის ისტორია“ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება.

ღონისძიებას დაესწრებიან: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, იუსტიციის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

საქართველოს-იტალიის ურთიერთობის ამსახველ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორი ქვეყნის მეგობრობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა XVII საუკუნიდან დღემდე.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოფენა 19 ნოემბრამდე გასტანს.