ანონსი - საქართველოს ეროვნული არქივი

ანონსი

10 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ არქივსა და თელავის უნივერსიტეტს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლითაც დაიწყება პროექტი „თელავი - ისტორია და თანამედროვეობა“.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ: იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და თელავის უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი.

პროექტის მიზანია ქალაქ თელავის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებისა და ტენდენციების შესწავლა. ამასთან, იგეგმება დამუშავებული და გაანალიზებული მასალის აკადემიური გამოცემა, ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებისა და სხვა დოკუმენტური მასალების გამოყენებით.

მის.: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. #1