ხვალ, 1 სექტემბერს, 09:30 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა - ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნება.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი გახსნიან.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 1/პეკინის გამზირი 40
ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა
კონფერენციის პროგრამა