ხვალ, 23 დეკემბერს, 18.00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის კინოდარბაზში საჯარო ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, რუსეთისა და კავკასიის ისტორიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, ჰუბერტუს იანი.
ლექციის თემაა: ვორონცოვის ძეგლი და რუსეთის იმპერიული სცენარი მე-19 საუკუნის საქართველოში.