ანჩის სახარების მინიატურა - კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

ანჩის სახარების მინიატურა - კვირის დოკუმენტი

კვირის დოკუმენტი - მათე მახარებელი, ანჩის სახარების მინიატურა. XII საუკუნე.

ფოტოზე ასახულია სპექტრული გადაღების პროცესი.

ხელნაწერის მინიატურის მაღალი გარჩევადობის ციფრული ასლი ამერიკული ორგანიზაციების - Lazarus Project-ისა და ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (Emel) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გუშინ, 4 აგვისტოს დამზადდა.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.