ანბანდიდი სახარება - მე-9 საუკუნის ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.შემორჩენილია ხელნაწერის 192 ფურცელი; ეტრატი; ზომა: 32.7x22; თავნაკლულია; თავიდან ბოლომდე ასომთავრულით ნაწერი, ყავისფერი მელნით; დღემდე მოღწეულია ლუკას სახარების მცირე ნაწილი და იოანეს სახარება მთლიანად; საზედაო გრაფემები - სინგურით. ხელნაწერს აქვს გვიანდელი მინაწერები, რომლიდანაც ცხადი ხდება, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაო-კლარჯეთში ინახებოდა. სახარება შიგადაშიგ გაფორმებულია მარტივი შემკულობებით, მათ შორისაა წითელი და შავი მელნით შესრულებული გოლგოთის ჯვარი. რედაქციული თვალსაზრისით, ანბანდიდი სახარება პროტოვულგატას ერთ-ერთ ვარიანტია და ქრისტიანული კულტურის საუცხოო ნიმუში.
ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.