ამიერკავკასიის რესპუბლიკა და სეიმი - გამოფენა და კონფერენცია - საქართველოს ეროვნული არქივი

ამიერკავკასიის რესპუბლიკა და სეიმი - გამოფენა და კონფერენცია

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა პოლონურ-ქართული კომისიის ისტორიკოსთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი".

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს.

ამიერკავკასიის საუკუნისწინანდელი ისტორიის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ქართველი და პოლონელი ისტორიკოსები: დავით ყოლბაია, ვლოდიმირ სულეია, ვოიცეხ მატერსკი, ოთარ ჯანელიძე, ჰენრიკ პაპროკი, დიმიტრი სილაქაძე, გიორგი მამულია, მიხეილ ბახტაძე, ბექა კობახიძე და სხვები.

ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. გამოფენა და კონფერენცია ნაწილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა, რომელთაც საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წელს ატარებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები.

გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალ ,,პრო გეორგიას" ახალი ნომრის პრეზენტაცია.

გამოფენა „,ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი" 3 მაისამდე გაგრძელდება.